ე.წ. მატროსოვის ციხეში მსჯავრდებულის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით სპეციალურ პენიტენციურ სამსახური განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ თბილისის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა, მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის პატიმარ შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ინგოროყვას კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.მომხდართან დაკავშირებით გამოძება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.