წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ გასქოინი შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს. ინგლისის ნაკრების ექს-წევრს ბრალად სექსუალური ხასიათის ძალადობა ედება და მისი სასამართლო პროცესი სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს. საქმე ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს ეხება, რომელიც მატარებელში მოხდა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ქალს ძალით აკოცა, რაც ძალადობად შეფასდა. თავად პოლის თქმით, იგი გოგონას დამშვიდებას ისახავდა მიზნად. 52 წლის გასქოინი კარიერის განმავლობაში ნიუკასლის, ტოტენჰემის, ლაციოს, რეინჯერსის, მიდლსბროს და ევერტონის ღირსებას იცავდა, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი 57 მატჩი აქვს ჩატარებული.