მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა მზადაა, ტურინის იუვენტუსში დაბრუნდეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ფეხბურთელმა ყოფილ კლუბს თანხმობა უკვე განუცხადა.ტურინელებისთვის მთავარი პრობლემა ფინანსური ფეარ პლეის წესების დაცვა იქნება - პოგბასთან კონტრაქტის გასაფორმებლად მათ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა დასჭირდებათ. ალტერნატიული ვარიანტი გარიგებაში იუვენტუსის ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვა იქნება. შესაძლოა, ტურინელებმა მანჩესტერში ალეკს სანდრო, დუგლას კოშტა ან პაულო დიბალა გაუშვან. შეგახსენებთ, რომ პოგბა იუვედან მანჩესტერში 2016 წელს გადავიდა, მაშინ ტრანსფერის ფასმა 105 მილიონი ევრო შეადგინა.