2017-2019 წლებში, უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელი სოფლად 5.5%, ხოლო ქალაქში - 19.8% იყო, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული. მონაცემების მიხედვით, 2020 წელს კვლევის მეთოდოლოგიის ცვლილებამ, ავტომატურად გაზარდა სოფლად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი.
კერძოდ, სოფლის მეურნეობაში ჩართული იმ ადამიანების სტატუსის შეცვლამ, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი კომერციულ საქმიანობაზე ავტომატურად გაზარდა სოფლად უმუშევრობის დონე. შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ქალაქსა და სოფელს შორის არსებული უმუშევრობის დონის სხვაობა.
ახალი მეთოდოლოგიის თანახმად კი, ორგანიზაციის ცნობით, 2017-2019 წლების საშუალო უმუშევრობის დონემ სოფლად 16.9%-ი, ხოლო ქალაქში - 21.2%-ი შეადგინა.