ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" შეზღუდვებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას დაესწრება. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, თავად უნდა გააკონტროლონ, არ შეექმნას საფრთხე ჩანაწერს, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება მხოლოდ 15 ივლისამდე შეეძლება.
განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს "ევროპული საქართველო", რომელიც მომზადებულ ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ამასთან, ფრაქციაში პოლიტიკურ მასკარადში ოპოზიციის დადანაშაულების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც ეხმაურებიან და მასკარადს თავად ხელისუფლების ქმედებებს უწოდებენ.