Playboy-ს დამფუძნებელ ჰიუ ჰეფნერს მერილინ მონროს გვერდით დაკრძალავენ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჰეფნერმა ამის შესახებ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაიბარა, როდესაც საყვარელი მსახიობის საფლავის გვერდით ადგილი, 75 ათას დოლარად შეიძინა. სწორედ მონროს ფოტო დაიბეჭდა ფლეიბოის პირველი ნომრის გარეკანზე. ლეგენდარული ჰიუ ჰეფნერის 91 წლის ასაკში 28 სექტემბერს გარდაიცვალა.