პლატფორმა katsmab and friend-მა მსოფლიოში წამყვანი ქოუჩინგ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა "ფორტონ საქართველო" დააფუძნა. ფორტონ საქართველო The forton group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება საქართველოში, რომელიც ლიდერებს და მენეჯერებს ფორტონის ორ ძირითად პროგრამას- ლიდერი, როგორც ქოუჩი და სერტიფიცირებული ქოუჩს შესთავაზებს. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, რადგან მოქმედ თუ მომავალ მენეჯერებსა და მმართველებს შესაძლებლობას აძლევს წვდომა ჰქონდეთ სწორად იმ პროგრამებზე, რასაც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ბიზნეს ლიდერები გადიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფორტონ ჯგუფი 2002 წელს, დიდ ბრიტანეში დაარსდა და მისი ლიდერობის განვითარების პროგრამები, ჰოლისტურ, გაზომვად, მტკიცებულებებზე დამყარებულ მიდგომებზეა დაფუძნებული და აკრედიტირებულია ქოუჩინგუს დაერთაშორისო ფედერაციის მიერ. ფორტონ ჯგუფი ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით 31 ქვეყანაში ოპერირებს, ახლა კი მათ რიგებს საქართველოც შეემატა.