პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების საკითხში ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ქვეყანამ შექმნა პლასტმასის ბოთლების გადამუშავების ყველაზე ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდი, შედეგები კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მსგავსი მეთოდის დანერგვაზე უკვე მრავალი სხვა ქვეყანა მუშაობს.
ნორვეგიელები გადასამუშავებლად გამზადებული ბოთლების 92 პროცენტიდან იმდენად მაღალი ხარისხის პლასტმასის იღებენ, რომ მისგან კვლავ სასმელი წყლის ბოთლები იქმნება.
ნორვეგიაში პლასტმასის ბოთლის ყიდვისას მომხმარებლები დაახლოებით 13-დან 30-მდე ცენტს იხდიან. ნორვეგიელებს შეუძლიათ პლასტმასის ბოთლები სპეციალურ აპარატებში, ან მაღაზიებში დააბრუნონ, რა დროსაც ისინი აღნიშნულ 13-30 ცენტს უკან იბრუნებენ.
მთავრობა აქტიურად მუშაობს პლასტმასის მწარმოებლებზეც. ქვეყანაში დაწესებულია სპეციალური გადასახადი, რომელიც გადამუშავების სიხშირის მატებასთან ერთად იკლებს, ხოლო თუ ქვეყანაში გადამუშავების სიხშირე 95 პროცენტს აჭარბებს, აღნიშნული გადასახადიდან ყველა თავისუფლდება.