ტექნიკური რეგლამენტის "პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი" ფარგლებში, გათვალისწინებული ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ღია და ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხს და ყურადღება სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა.