პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა . გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის პროცესში, თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება იყო.