10:32
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პლასტიკის პარკების აკრძალვა შემსუბუქდა - რა შემთხვევაში იქნება დასაშვები მათი გამოყენება?
02-08-2019

მთავრობამ პლასტიკის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაციები შეარბილა. კერძოდ, მთავრობის 26 ივლისის დადგენილებით, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა.დადგენილების მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: საქონლის ან პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, პარკების ექსპორტის მიზნით წარმოებაზე; არანაკლებ 50 მიკრონი სისქის პლასტიკის პარკებზე; ასევე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალა ნებისმიერი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები