ცნობილი ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო Covid-19-თან დაკავშირებული გართულებების გამო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ექვემდებარება", - განაცხადა პლასიდო დომინგოს პრეს-სპიკერმა.
შეგახსენებთ, 79 წლის ოპერის მომღერალს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგნდა. ოპერის მომღერალმა ყველას მოუწოდა, ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ და აუცილებლად დარჩენილიყვნენ სახლებში.