ბავშვი პლანშეტით თამაშისას "წარმოსახვით შიშს" განიცდის, რომელზედაც მისი ორგანიზმი, როგორც ნამდვილ ემოციაზე, ისე რეაგირებს. კერძოდ, ვითარდება ბრძოლის ან გაქცევის რეაქცია. ბავშვი მზადაა გასაქცევად, მაგრამ ის ზის და ენერგია არ იხარჯება, რამაც შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ფსიქოლოგების თქმით, ბავშვები გაღიზიანებულები ხდებიან და მათი დამშვიდება რთულდება. ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ ჰარმონიული განვითარებისთვის ბავშვებისთვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა აუცილებელი. ამ ურთიერთობების პლანშეტით ჩანაცვლება შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს.როგორც აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, მშობლები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ თავიანთი პატარებისთვის გაჯეტებს. მათი 10% მიიჩნევს, რომ მობილური მოწყობილობის შეძენა სრულიად მისაღებია ბავშვებისთვის 3-დან 6 წლამდე. 13% მიაჩნდა, რომ საკუთარი გაჯეტი ბავშვს უნდა ჰქონდეს 7-9 წლის ასაკში.