კაცობრიობას დაბრმავების გლობალური ეპიდემია ემუქრება - აცხადებენ ექსპერტები. ყველაფერში დამნაშავე კი ტელევიზორებთან და კომპიუტერებთან გატარებული საათებია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მხედველობის სერიოზულ დარღვევათა და სიბრმავის მსხვერპლი იქნება პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი.
მოგეხსენებათ, ადამიანები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ დროს ანდომებენ ტელეეკრანისა თუ მონიტორის ცქერას. ციფრული ეკრანების მიერ გამოყოფილი გამოსხივება კი შეუქცევად დაზიანებას აყენებს მხედველობის ანალიზატორს, დამღუპველად მოქმედებს რა ბადურაზე.