კომპანია NPC International, რომელიც ამერიკაში Pizza Hut-ის ათას 200 რესტორანს და Wendy's-ის 400 რესტორანს მართავს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.
კომპანიის განცხადების თანახმად, ამერიკის 27 შტატში მდებარე ორივე რესტორანში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი მუშაობს. მაგრამ ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმ დრომდე, ვიდრე გაკოტრების საქმე მიმდინარეობს.
კომპანიამ სასამართლოში კრედიტორებისგან დასაცავად განაცხადი უკვე შეიტანა.
Pizza Hut-მა და Wendy's-მა საკარანტინო პერიოდის განმავლობაში კვების სერვისი დახურა, მომარაგება შეწყდა, ვალი 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.