კომპანია NPC International, რომელიც ცნობილ ამერიკულ სარესტორნო ქსელებს ფლობს, გაკოტრების პირასაა.
The Wall Street Journal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პანდემიის შემდგომი გახსნიდან, ორივე ბრენდმა მკვეთრად გაზარდა გაყიდვები, მაგრამ როგორც ჩანს, ეკონომიკის დახურვამ მათ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.
ცნობისთვის, Pizza Hut-ის ქსელი ათას 200-ზე მეტ რესტორანს მოიცავს, Wendy's-ში კი 385 რესტორანია გაერთიანებული.
NPC International კრედიტორებისგან დასაცავად, სასამართლოსთვის მიმართვას ამზადებს. იანვრის მონაცემებით, კომპანიას დაახლოებით 800 მილიონი დოლარის კრედეტებზე პროცენტები აქვს გადაცილებული. ამის გამო, სარეიტინგო კომპანიებმა, S&P Global Ratings-მა და Moody's Investors Service-მა ამ კომპანიის გადახდისუნარიანობის შეფასება შეკვეცეს. ამის გამო, NPC-ს კრედიტორებთან გაკოტრების თემაზე, მოლაპარაკება ჰქონდა დაწყებული.