პირველი ლედი მარნეულის ნომერ მეორე საჯარო სკოლას ეწვია და ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მაკა ჩიჩუა სწავლის დაწყების აღსანიშნავად გამართულ ზეიმსაც დაესწრო, რომელიც სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. ბავშვებს პრეზიდენტის სახელით საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი დაესწრო.