პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია დღეიდან 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან პირველ და მეორე ეტაპზე. რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge ელექტრონულად.
სკოლებში პირველკლასელთა დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე სკოლებში რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.