კამალა ჰარისსზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც პირველი ვიცე პრეზიდენტი ქალი გახდა, ამერიკის ისტორიაში და ასევე პირველი ფერადკანიანი ქალია ამ თანამდებობაზე, რომელზეც ახლა ყველა მედია სივრცე საუბრობს, დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით და შევაფასებ მის ჩაცმულობას, რომელიც გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ეცვა რასაც ბევრისთვის შეუმჩნეველი თუმცა ფარული სათქმელი ჰქონდა ტრამპის მისამართით.
ამერიკას პირველი ფერადკანიანი ვიცე-პრეზიდენტი ქალი ეყოლება. როგორც ამბობენ, ეს არის თავისუფლების და შესაძლებლობების ქვეყანა. 56 წლის კამალა ჰარისი ახლა ყველა მედია სივრცის ყურადღების ცენტრშია და მისი ჩაცმულობის განხილვაც აქტუალური საკითხი გახლავთ. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კამალა ჰარისი სიტყვით გამოსვლისას Carolina Herrera-ს მარგალიტისფერი აბრეშუმის კოსტუმით და ბაფთიანი პერანგით წარსდგა, რაც საკმაოდ დახვეწილი და მრავლისმეტყველია. კამალა ჰარისის ჩაცმულობის კონცეფცია რომ განვიხილოთ, ის ცალკე ტექსტით მეტყველებდა.
2016 წელს ამერიკის ბრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის 2005 წელს ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა, სადაც ის მამაკაცებს უხამსი სიტყვებით უყვება, როგორ ცდილობდა დაქორწინებული ქალის ცდუნებას, რომელსაც ის მეძავად აღიქვამდა. დონალდი იმ დროს მელანია ტრამპზე იყო დაქორწინებული. ვიდეოს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და ქალთა უფლებების დამცველებიც ჩაერთენ.
ამის შესახებ მელანია ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ეს არ არის იმ კაცის სიტყვები, რომელიც მე მთელი გულით მიყვარს.“ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, როდესაც მელანია მედიის წინაშე გამოჩნდა „silk pussy-bow blouse“ აბრეშუმის ბაფთიანი ბლუზა ეცვა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და მელანიას სტილიც კი შეერქვა. ახლა კი კამილა ჰარისმა ,მოირგო იგივე სტილის ბლუზა სიტყვით გამოსვილისას და ეს იყო ერთგვარი პასუხი ძლიერი ქალისგან ტრამპის ძალადობრივ დამოკიდებულებაზე ქალების მიმართ.