ამბროლაურის ახლად გახსნილ აეროპორტში პირველი თვითმფრანავი დაეშვა. პირველი მგზავრი კი პრემიერი კვირკაშვილია. მთავრობის მეთაური რაჭაში აეროპორტს, თანამედროვე დიზაინის, სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც ერთდრულად 50 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. უმოკლეს დროში აშენებული აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის 15-20-ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, ტერმინალის გაფართოებაც.