პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ, - ასე გამოეხმაურა პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 % შეადგინა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი.