პირველი თოვლი ჩინეთში - განგსუს პროვინციაში თოვლის საფარმა 30 სმ-ს გადააჭარბა. ამის შესახებ როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მაგისტრალზე შეფერხებულია გადაადგილება. უხვი ნალექის შედეგად ხილისა და ბოსტნეულის მოსავალი განადგურდა. მეტეოროლოგები მომავალი კვირის განმავლობაში ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ.