1-ელი თებერვლიდან თბილისში 1000 ერთეული ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს.
როგორც "პალიტრანიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, დღეიდან 1-ელ თებერვლამდე, დედაქალაქში ეტაპობრივად, მიკროავტობუსების 76 მარშრუტი ამოქმედდება. 76 სამარშრუტო ხაზიდან 53 მოძველებული, ყვითელი მიკროავტობუსების არსებულ მარშრუტებს ჩაანაცვლებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას დაემატება.
მათივე განმარტებით, დედაქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლების რეფორმა გაგრძელდება. რაც შეეხება ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების დასაქმებას, როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, ეს კომპანიის პრეროგატივაა, თუმცა, მათივე ინფორმაციით, მოქმედი მძღოლები ახალ მარშრუტებზე გადანაწილდებიან.