ლოს ანჯელესის Staples Center-ში გრემის 62-ე დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა 20 წლის ქანთრი რეპერი Lil Nas X, რომელსაც ჰიტის Old Town Road შესრულებისას სცენაზე კეიპოპ ბენდი BTS შეუერთდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გრემიზე სამხრეთკორეულმა პროექტმა იმღერა.