Solartab® C - ეს არის მსოფლიოში პირველი ყველზე პატარა და სწრაფი მზის პანელის დამტენი USB-C და ორი USB პორტით. როგორც ამბობენ, ხელსაწყოს გააჩნია 6.5W (ვატი) მზის პანელი და ელემენტი რესურსით 9,000 მილიამპერი საათში. მისი შემქმნელების თქმით, მას შეუძლია სმარტფონის, მაკბუქის და სხვა USB პორტიანი ტექნიკის ენერგიით მომარაგება.
როგორც იდეის ავტორები ამბობენ, პანელის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის იტენება ნებისმიერ ამინდში და წაყლგამძლეა. გარდა ამისა, მათი თქმით, ის ძალიან მსუბუქია, სულ რაღაც 280 გრამს იწონის, ხოლო მისი სისქე 7,5 მილიმეტრია, შესაბამისად, მისი თან წაღება შეიძლება ყველგან.