თოთო ბავშვის მოვლა გაცილებით მარტივია - ბავშვზე მზრუნველი მოწყობილობის დახმარებით. ეს პირველი პროდუქტია, რომელიც გვპასუხობს კითხვაზე - "როგორ არის ჩვენი ბავშვი?" თანამედროვე მოწყობიულობა მშობელს ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით, ბავშვის გულისცემის რითმის, სხეულის ტემპერატურის, პოზიციისა და ზოგადად მისი მდგომარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. როდესაც ბავშვზე მზრუნველი მოწყობილობა შეისწავლის ბავშვის ჩვევებს, მას უკვე შეუძლია გაგვაგებინოს რამდენ ხანში გაიღვიძებს ჩვილი და დაუყოვნებლივ შეგვატყობინებს თუ საგანგაშო სიტუაცია იქნება. შედეგად, მშობლები ზოგავენ დროს, ენერგიას, უფრო მშვიდად აკეთებენ სხვა საქმეებს და ამავდროულად ინფორმირებულები არიან თავიანთი ბავშვის მდგომარეობის შესახებ.