"გუტენბერგის ბიბლია" დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეულ იყო ტოპოგრაფიული საშუალებების გამოყენებით დაბეჭდილ პირველ წიგნად. თუმცა ცნობილი გახდა, რომ პირველად, მანამადე სანამ "გუტნებერგის ბიბლია " დაიბეჭდებოდა, 70-80 წლით ადრე - 1377 წელს, კორეაში დაბეჭდილ იქნა ბუდისტური დოკუმენტების წიგნი "ჯიკჯი". წიგნში ვეცნობით ბუდისტურ ქადაგებებს, ასევე, ჩინელი და ინდოელი ბუდისტი ბერების მოღვაწეობასა და ბიოგრაფიებს. წიგნის ავტორად მიჩნეულია ბუდისტი ბერი პეგუნ ხვასანი, რომელმაც სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო 54 წლის ასაკში 1353 წელს.წიგნის დაბეჭდვაში თავისი წვლილი შეიტანეს ასევე ბერის მოსწავლეებმაც - სოკ ჩჰანმა და ტალ ჯამმა. იმ პერიოდში ბუდიზმი კორეის დომინანტი რელიგია იყო.
"ჯიკჯი" შედგება ორი ტომისგან და მოიცავს 307 თავს. წიგნის ბოლო გვერდზე წერია მისი დაბეჭდვის თარიღი 1377 წლის ივლისის თვე. ადგილზე, სადაც დაბეჭდილია "ჯიკჯი "(ქ.ჩჰონჯუ ჰინდოსკას ბუდისტური მონასტერი ) დღეს მდებარეობს "კორეის წიგნის ბეჭდვის მუზეუმი." 2001 წელს იუნესკომ "ჯიჯკი" შეიყვანა "მსოფლიო მეხსიერების "რეესტრში და აღიარა პირველად ნაბეჭდ წიგნად მსოფლიოში.