ამერიკული ლეიბლი Sacred Bones Records ალბომის Sounds of the Unborn გამოსაშვებად ემზადება, რომელიც ექსპერიმენტული როკ ჯგუფის Psychic Ills ბასისტის, ელიზაბეთ ჰარტისა და პროდიუსერ ივან დიას მატეს ჯერ კიდევ მუცლად მყოფმა გოგონამ, ლუკა იუპანკიმ ჩაწერა. მისმა მშობლებმა, ბიობგერული MIDI ტექნოლოგიის საშუალებით, საშვილოსნოში შვილის მოძრაობები ხმებად გარდაქმნეს. უფრო კონკრეტულად, მისი დახმარებით, ელიზაბეთის მუცლიდან გამოსული ვიბრაციები სინთეზატორზე ჩაწერეს. როგორც წყვილი ამბობს, ხუთსაათიანი სესიის დასრულების შემდეგ მიღებული მასალის რედაქტირებისა და მიქსინგის პროცესში მცირე ცვლილებები შეიტანეს, რათა ორიგინალი ჩანაწერის ავთენტურობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ.