მოდის კრიტიკოსები აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩაცმულობას აფასებენ. კრიტიკოსებმა აშშ-ის ახალი პირველი ლედის ჩაცმულობის სტილი, ჟაკლინ კენედის სტილს შეადარეს. ფიცის დადების ცერემონიისთვის, თეთრი სახლის 46 წლის პირველი ყოფილი მოდელის გარეგნობაზე, ამერიკელმა დიზაინერმა, რალფ ლორენსმა იზრუნა. დიზაინერმა მელანიას მაღალ საყელოიანი, ღია ლურჯი ფერის ქურთუკი შეურჩია, რომელიც ამავე ფერის კაბას შეუსაბამა. საბოლოოდ აშშ-ის პირველი ლედის ჩაცმულობა მოდის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მელანია ტრამპს გემოვნებით და მოდურად ეცვა. ინაუგურაციის დღემდე მელანია ტრამპის ჩაცმულობაზე უცხოურ მედიაში სხვადასხვა ხმები გავრცელდა, რომლის თანახმადაც ტომ ფორდმა, მარკ იაკობსმა და სხვა წამყვანმა დიზაინერებმა პირველი ლედისთვის ტანსაცმლის შერჩევაზე უარი თქვეს. მიზეზად კი დაასახელეს, რომ ისინი დონალდ ტრამპის შეხედულებებს არ იზიარებენ.
ასევე იხილეთ:
დონალდ და მელანია ტრამპების პირველი ცეკვა ინაუგურაციის შემდეგ გამართულ წვეულებაზე დონალდ ტრამპმა პირველი გადაწყვეტილება უკვე მიიღო - რა ბრძანებას მოაწერა ხელი ახალმა პრეზიდენტმა? "იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი" - ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ქვეყნის კეთილდღეობაზე ისაუბრა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია - აშშ-ს ახალი, 45-ე პრეზიდენტი ჰყავს