ფოტოგრაფიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რის საშუალებას თუნდაც სმარტფონი იძლევა. და, ეს იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვილი ასე თუ ის ფირმა მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს თითოეული წამის აღბეჭდვის უნიკალურ შანსს აძლევს განსხვავებული ზომის ფოტო აპარატის საშუალებით. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. სანამ ეს ჯადოსნური ყუთი ასეთ მცირე მასშტაბში მოთავსდებოდა და ფოტოს წარმოებაც გაადვილდებოდა, რამდენიმე ათეული მიგნება გაკეთდა და მრავალმა ადამიანმა მიიღო ამაში მონაწილეობა. მათ, კი ვინც ლეგენდა შექმნა და კაცობრიობას დასამახსოვრებელი სახელები დაუტოვა ჩვენი გადაცემის ფორმატში ვაშუქებთ რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ საინტერესო ისტორიებს და აღმოვაჩინოთ ის, რაც აქამდე უცნობი იყო ყველასთვის.
Eastman Kodak Company ან უბრალოდ Kodak, როგორც მას უმრავლესობა ვიცნობთ - ამერიკული საჯარო კომპანიაა, რომელიც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის სათავო ოფისი როჩესტერსა და ნიუ-იორკში მდებარეობს, თუმცა დაფუძნდა ნიუ-ჯერსიში. კომპანიამ ფოტო აპარატისა და ფირის წარმოებით დაიწყო და დღეისთვის ის 15 სახეობის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, რომელთაგანა ძირითადად უმრავლესობა ფოტო სისტემას უკავშირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ აქსესუარებს შტატივის, ჩანთებისა და კაბელების სახით. კოდაკი პირველი კომპანიაა, რომელმაც ციფრული ფოტოაპარატების წარმოება დაიწყო, ერთ-ერთი მოწინავე იყო მგრძნობიარე მატრიცების წარმოებაში. თუმცა, იმისათვის რომ ამ წერტილამდე მოსულიყო კომპანიამ 126 წლიანი ისტორია გაიარა. რაც მთავარია სწორედ მის დამაარსებელს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ძალიან ძვირფასი, რთულად წარმოებად საქმე, რომელიც ერთეულების ხვედრი იყო მასიურ შესაძლებლობად იქცა. და ნამდვილად გაოცდებით, როდესაც ასეთი სახელგანთქმული ბრენდის და მისი დამაარსებლის ისტორიას მოისმენთ. ყველაფერი კი 2 საუკუნის უკან დაიწყო.