საათი - დროის ორგანიზება ადამიანმა ოდითგანვე დაიწყო სპეციალური მოწყობილობით იმისათვის რომ დღისა და ღამის სხვაობის გარდა დროის დანარჩენი ნაწილის რაციონალურად გამოყენება შეიძლებოდა. მისი აღრიცხვის მოწყობილობის ისტორია იმ დროიდან იწყება, როდესაც უძველესმა ცივილიზაციებმა ასტრონომიული სხეულების ცაზე გადაადგილების შესწავლა დაიწყეს. პირველი ხელსაწყო რომლითაც დღის მონაკვეთები საათებად დაყო მზისგან წარმოქმნილი ჩრდილი იყო. მრგვალი სივრცე, რომელიც სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა, თუმცა უმეტესად ქვისგან იყო შექმნილი შუა ნაწილში ფიქსირდებოდა სვეტით, რომლის ჩრდილი განსაზღვრავდა დროის კონკრეტულ მონაკვეთს. ეს პირველ რიგში ცხოვრების მოსაწესრიგებლად სჭირდებოდათ. როგორც კი ადამიანის ცოდნა სამყაროს შესახებ გაიზარდა, დროის ორგანიზებისათვის რამდენიმე ათეული განსხვავებული საშუალებაც გამოჩნდა რომელთა შორის იყო ზემოხსენებული მზის, ქვიშის, წყლის, ხმელეთის, საჰაერო და სხვადასხვა სივრცისთვის განკუთვნილი ესა თუ ის მოწყობილობა. მთავარია რომ მექანიზმი, რომელიც დროს აჩვენებს თანდათან დაიხვეწა და გართულდა, თუმცა ის თუ რომელი საათი უფრო სანდოა დროის სისწორის თვალსაზრისით, ამას დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობთ.