პირველი ქართველი სუმოისტი, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა - ისტორიული გამარჯვების კადრები - Palitra News

პირველი ქართველი სუმოისტი, რომელიც იმპერატორის თასის მფლობელი გახდა - ისტორიული გამარჯვების კადრები

2018-01-27 13:00:33+04:00

სუმოისტი ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ტოჩინოშინიმ, იგივე ლევან გორგაძემ ამ ჯილდოთი საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირზე 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.შაბათს მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი იაპონელ შოჰაზანს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვან შეხვედრაში ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა.