წარმოგიდგენთ მსოფლიოში პირველ ყელსაბამ კამერას FITT360, რომელსაც შეუძლია 360°-ით გადაღება და დასამახსოვრებელი მომენტების აღბეჭდვა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. როგორც ამბობენ, ეს არის პირველი კამერა, რომელიც თქვენი ჩარევის გარეშე იღებს ყველაფერს გარშემო, მანამ სანამ თქვენ გართული ხართ რაიმე აქტივობით. კამერა აფიქსირებს მკვეთრ და მაღალი რეზოლუციის გამოსახულებებს ისე, რომ თქვენ ხელის გამოყენებაც კი არ გჭირდებათ. ის იმდენად მოსახერხებელია, რომ თქვენ მას ვერც კი გრძნობთ, როდესაც ატარებთ. საკმარისია ერთ ღილაკს დააჭიროთ თითი და დანარჩენს კამერა გადაიღებს, მანამ სანამ თქვენ სეირნობთ ან მეგობრებთან ერთად ერთობით.
იდეის ვატორების თქმით, შეგიძლიათ პირდაპირ რეჟიმში აჩენოთ თქვენს მეგობრებს სად იმყოფებით, რა ხდება თქვენს გარშემო და საოციალურ ქსელში გააზიართ. მოწყობილობა ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება სმარტფონს, ასე რომ, ვიდეოს და ფოტოების გადაღების გარდა, თქვენ შეგიძლიათ მუსიკასაც მოუსმინოთ და ზარებსაც უპასუხოთ. თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ ისევე როგორც 360°-იანი ასევე 2K რეზოლუციის გამოსახულება კომპიუტერში. კამერა ყელსაბამი წყალგამძლეა და ყველანაირ კლიმატურ პირობებს უძლებს.