თვითმფრინავში, რომელიც ისპაჰანის პროვინციაში ჩამოვარდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა - იუწყებიან ირანული სააგენტოები. ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა - ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.
როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.