მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ვითარების შესასწავლად უკვე გასულია შრომის ინსპექტორთა ჯგუფი.