დიდი დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობის შესწავლა ექსპერტებმა დაიწყეს. ადგილზე სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან. ტრაგედიის ადგილზე შს სამინისტროს მეთვალყურეობით შევიდნენ ჟურნალისტებიც. კორპუსის მეექვსე სართულზე სადაც აფეთქება მოხდა, დანგრეულია ყველა საცხოვრებელი სახლი, მოშლილია ტიხრები და ჩამტვრეულია ფანჯრები. აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება ერთი დაშავებული მცირეწლოვანი. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.ბუნებრივი აირის აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსახლეობამ გაზის სუნი იგრძნო, რის გამოც ადგილზე სპეციალური სამსახური გამოიძახა, თუმცა მათ გაზის გაჟონვის ფაქტი ვერ დაადგინეს.