ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივნისისთვის 28 მილიარდ 220 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 636 მილიონ 680 ათასი ლარით, ანუ 2.31%-ით მეტია პირველი მაისისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
უფრო კონკრეტულად, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები ზრდას 490 მილიონ 180 ათასი ლარით, ანუ 3.92%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 146 მილიონ 500 ათასი ლარით, ანუ 0.97%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 35.92 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.57 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამასთან, სებ-ის მონაცემებით, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 84.34%, ხოლო ევროს წილმა 14.33% შეადგინა.