თურქეთში, ილგაზის რაიონში, თბილისი-სტამბოლის ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად გარდაცვლილია თურქეთის ერთი მოქალაქე, ხოლო დაშავებულია სამი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ავტობუსი რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.