12:01
23 ოქტომბერი, 2018, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პირველი ელექტროავტობუსი დედაქალაქში კომპანია "ფრეგობასმა" ჩამოიყვანა
16-05-2018

საქართველოში პირველი ელქტროავტობუსი გამოჩნდა, რომელიც 1 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში იმოძრავებს დედაქალაქის სხვადასხვა სამარშრუტო ხაზებზე. 35-ადგილიანი ელექტროავტობუსი დედაქალაქში კომპანია "ფრეგობასმა" ჩამოიყვანა.

ელექტროავტობუსი არის 100% ელექტროძრავზე, 0%-იანი გამონაბოლქვით და დიდი უპირატესობებით სარგებლობს სხვა ტიპის ძრავების მქონე ავტობუსებთან შედარებით როგორც ეკოლოგიური მაჩვენებლით, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სხვა კომპონენტებით. მაგალითისთვის, თუ 100 კმ-ზე დღევანდელი საბაზრო ღირებულებით დიზელის ძრავის მქონე ავტობუსი 73  ლარის, გაზის ძრავზე მომუშავე კი 105 ლარის საწვავს მოიხმარს, ელექტროავტობუსის მიერ 100 კმ-ზე მოხმარებული ელექტროენერგია მხოლოდ 20 ლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანდ ამცირებს ხარჯებს.  

"ფრეგობასის" გენერალური დირექტორის მურმან პატარაიას თქმით, პროექტის უმთავრესი მიზანია საქართველოში დაიწყოს ელექტროავტობუსების ამწყობი საწარმოს მშენებლობა, სადაც 300-მდე ადგილობრივი მუშახელის ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით აეწყობა როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტიპის  ელექტროავტობუსები. პროექტის ჯამური ღირებულება  30 მილიონ ლარზე მეტია.

ამასთან, ელექტროავტობუსი არის თანამედროვე, უხმაურო, უსაფრთხო და  აკმაყოფილებს ყველა ევროპულ სტანდარტს სინქრონი ავტობუსში მგზავრების. აღსანიშნავია, რომ ელექტროავტობუსი ერთი თვის განმავლობაში, მგზავრებს, უფასოდ მოემსახურება.

AutoPlay
მოქალაქეთა ნაწილს 15 ნოემბრამდე ავტომობილზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევს
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
საქართველოში უცხოელებმა საბანკო ბარათებით 1,608 მლრდ ლარი დახარჯეს
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ იანვარ-აგვისტოში 25,5 მლნ ტონა შეადგინა
გამოქვეყნდა 53 წუთის წინ
საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შემოწმდება
22-10-2018
ავტომობილებს, რომლებზეც ტექდათვალიერების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ
22-10-2018
რამდენი თეთრიდან შეიძლება დაიწყოს პარკირების საათობრივი საფასური?
22-10-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები