კომპანია "ფრეგობასის" ორგანიზებით, თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის წევრებისთვის ქალაქის ტური მოეწყო. საკრებულოს წევრებმა პირველი ელექტროავტობუსი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე გატესტეს. მძღოლის ფუნქცია ერთი დღით, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ობგაიძემ შეითავსა. ობგაიძის განცხადებით, ელექტროავტუბუსი ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს.
პირველი ელექტროავტუბუსი საქართველოში კომპანია "ფრეგობასმა" ჩამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოში დაიწყოს ელექტრო ავტობუსების ამწყობი საწარმოს მშენებლობა. კომპანია ფრეგობასის დირექტორის, მურმან პატარაიას თქმით, საწარმოში პროფესიულ გადამზადებას გაივლის და დასაქმდება 300 ზე მეტი ადგილობრივი. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 40 მილიონი ლარი იქნება.