პარაშუტი - პირველი დოკუმენტირებული მცდელობა მოსასხამით სიმაღლიდან მიწაზე თითქმის დაზიანების გარეშე დაშვების შესახებ ესპანეთში ინახება, 852 წელს Armen Firman-ის მიერ შესრულდა ეს ექსტრემალური გადმოხტომა. უკვე დოკუმენტირებული ჩანაწერი პარაშუტის დიზაინითა და მოწყობილობის აღწერით იტალიაში 1470-იანი წლებს განეკუთვნება სადაც აღწერილია ჩამოკიდებული კაცი, რომელიც კონუსის ფორმის ტილოზე მიმაგრებულ ჯვარედინ ჩარჩოს არის ჩაჭიდებული. უსაფრთხოებისთვის ღეროების ბოლოებიდან ქამრამდე წელზე ოთხი თასმა ამაგრებს მის სხეულს. პირველი ვერსიები, რომელთა შესახებ მხოლოდ ძველ ჩანაწერებში შემონახული მინიშნებები ინახება - ფორმითა და იდეით პარაშუტების თანამედროვე ვერსიის საფუძველია, მცდელობები, რომელთა დახმარებით მეცნიერები და ტექნიკოსები მივიდნენ საინტერესო მიგნებებამდე, რამაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.
ერთ-ერთი ჩანაფიქრი იტალიელ მხატვარს, მეცნიერსა და გამომგონებელს - ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. 1485 წლით დათარიღებული პარაშუტის იდეა საფრენი აპარატის შესაძლებლობებთან იკვეთება, თუმცა მოგვიანებით ამ ვერსიის შესაძლებლობაც გამოცადა ბრიტანელმა ანდრია ნიკოლსონმა 2000 წელს და 2008-ში შვეიცარიელმა პარაშუტისტმა ოლივიე ვიეტტ-ტეპლამ. ფაქტია, რომ ლეონარდოს პარაშუტი ღია კვადრატული ხის კარკასით, რომელიც ფორმას იცვლის მნიშვნელოვნად დახვეწილი ვერსიაა მანამდე არსებული მოწყობილობებისა, რომელმაც წარმატებული დაშვება განაპირობა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. დავინჩისეული ესკიზი უკვე მე-16 საუკუნის ბოლოსკენ ვენეცილემა გამომგონებლებმა შეისწავლეს, მაგრამ ტილო ამობურცული ქსოვილით ჩაანაცვლეს, რამაც დაშვება კიდევ უფრო შეანელა. პარაშუტის ახლა უკვე ცნობილი გამოსახულება, რომელსაც მან Homo Volans, ანუ მფრინავი ადამიანი უწოდა, ასახავს კაცს, რომელიც კოშკიდან ჩამოფრინდა - გამოქვეყნება 1615 ან 1616 წლებს ეკუთვნის.
მას შემდეგ რაც პარაშუტით გარკვეული სიმაღლიდან დაშვება სპორტად იქცა დაიწყო დეტალების გაუმჯობესება და გარკვეული კორექტივების შეტანა, რადგან თავად მიზანი იცვლებოდა. პარაშუტის სპორტული ვარიანტი ფორმით განსხვავდება მანამდე ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან რაც განაპირობებს შედარებით უფრო ნელ დაშვებას, გარკვეულ მანევრირებას ჰაერში, სიმსუბუქესა და მოხერხებულობას გადასაადგილებლად და რაც მთავარია ტექნიკურად მისი გამართულობა ისეთივე სიზუსტის უნდა იყოს, როგორც მაგალითად თუნდაც სამხედრო. რა თქმა უნდა ეს სპორტი ძლიერი ნერვების მქონეთათვის არის და ამავდროულად იზიდავს მოყვარულებსაც, რადგან სწორედ ადამიანის ფრენისადმი სწრაფვის დამსახურებით მოვიღეთ რამდენიმე ასეთი სასარგებლო და ძვირფასი მოწყობილობა. რომელიც ჰაერში გადაადგილებას უზრუნველყოფს.
პარაშუტი საგულდაგულოდ იკეცება და ეს აუცილებელია იმისთვის რომ საიმედოდ გაიხსნას. თუ პარაშუტი სწორად არ არის შეფუთული, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუმართაობა. სპორტსმენ პარაშუტისტებს ყოველთვის წინასწარ ასწავლიან საკუთარი პარაშუტების დაკეცვასა და გახსნას. ზუსტი ციფრები რთული დასადგენია, თუმცა დაახლოებითი მონაცემებით ყოველი მეათასე პარაშუტი მწყობრიდან გამოდის, რის გამოც მოიგონეს და ამჟამად სპორტულ თუ სამხედრო პარაშუტებს დამატებითი გასახსნელი მექანიზმი აქვს ძირითადი პარაშუტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. დაზიანებები და ფატალური შემთხვევები შესაძლებელია სრულად ფუნქციონალური მთავარი პარაშუტის შემთხვევაშიც კი. იმ შემთხვევაში თუ მფრინავის მიერ ხდება შეცდომის დაშვება და სხვა შემთხვევები. თუმცა ზოგი სპორტსმენი 1000-ზე მეტ ნახტომს ასრულებს და არც ერთხელ არ ჰქონია შესაბამისი შემთხვევა. ჰაერში რამდენიმე წამიანი ფრენის სურვილით შეპყრობილი ადამიანებისათვის არც ეს მონაცემებია შემაფერხებელი, მეტსაც გეტყვით არსებობენ ადამიანები, რომელთა გამბედაობამ გადაულახავი რეკორდები შექმნა. ასე მაგალითად:
1960 წლის 16 აგვისტოს ჯოზეფ კიტინგერმა საცდელ ნახტომში Excelsior III მსოფლიო რეკორდი დაამყარა პარაშუტით ყველაზე მაღალი წერტილიდან გადმოხტომით. ის საჰაერო ბუშტიდან 31 333 მ სიმაღლიდან დაეშვა (რაც იმ დროისთვის იყო პილოტირებადი ბალონის სიმაღლის რეკორდი). მცირე ზომის სტაბილიზატორი პარაშუტი წარმატებით გაიხსნა და კიტინგერი 4 წუთისა და 36 წამში დაჯდა მიწაზე, ასევე დაამყარა მსოფლიო რეკორდი პარაშუტით თავისუფალ ყველაზე გრძელი ვარდნაში. 5 300 მ სიმაღლეზე კიტინგერმა გახსნა თავისი მთავარი პარაშუტი და უსაფრთხოდ დაეშვა ნიუ-მექსიკოს უდაბნოში. მთელ დაშვებას 13 წუთი და 45 წამი დასჭირდა. დაშვებისას კიტინგერმა განიცადა ტემპერატურა −70 °C გრადუსამდე. თავისუფალი ვარდნის ეტაპზე მან მიაღწია მაქსიმალურ სიჩქარეს 988 კმ/სთ.
Felix Baumgartner ფელიქს ბაუმგარტნერმა მოხსნა ჯოზეფ კიტინგერის რეკორდი 2012 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც 38,969.3 მ სიმაღლიდან გადმოხტა და 1 342 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. კიტინგერი ბაუმგარტნერის ნახტომის დროს მისი მრჩეველი იყო, წლების წინ მიღებული გამოცდილებით. გაუმჯობესებული რეკორდი პირველ რიგში პარაშუტის ტექნიკური მხარის ახალ მიღწევებს უსვამდა ხაზს რადგან მისი ფუნქციები გაიზარდა და გასცდა დედამიწას.
alan eustace ალან იუსტასი სტრატოსფეროდან 2014 წლის 24 ოქტომბერს 41 419 მ სიმაღლიდან გადმოხტა. მხოლოდ იმის გამო, რომ იუსტასი გამოიყენებდა სამუხრუჭე პარაშუტს, ხოლო ბაუმგარტნერი კი არა, მათი ვერტიკალური სიჩქარისა და თავისუფალი ვარდნის დისტანციის ჩანაწერები სხვადასხვა რეკორდების კატეგორიაში რჩება.
ასეთი ევოლუციის გზა გაიარა ამ მოწყობილობამ, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, უზურუნველყო საჭირო პროდუქტებისა და მასალის მიწოდება და წარმოქმნა სპორტი სახეობა, სადაც ათამდე განსხვავებული ფორმაა და დღემდე განაგრძობს განვითარებას და გაუმჯობესებას.