21:36
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
პირველი დანახვისას შეიძლება არც კი დაიჯეროთ, რომ ნამდვილია - ეს ამოუცნობი და საოცარი სისხლისფერი ტბაა, რომელიც "სამოთხეა ფლამინგოებისთვის"
17-07-2019

ეს ამოუცნობი და საოცრად ლამაზი "ლაგუნა კოლორადოა", რომელიც მდებარეობს ბოლივიაში, ჩილეს საზღვრის მახლობად. ერთი შეხედვითაც კი შესამჩნევია ლაგუნის საოცრება და უნიკალურობა, რაც  მის ფერში მდგომარეობს. ძირითადად ფერი დამოკიდებულია იმაზე თუ წლის რომელ სეზონში გექნებათ ამ უნიკალური ადგილის მონახულების ბედნიერება. შეუძლებელია ტბის დანახვაზე არ გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ არის წყალი წითელი და არა ლურჯი ან მწვანე... შეიძლება ერთი დანახვით არც კი დაიჯეროთ რომ ნამდვილია. ტბის ეს სილამაზე  წყალმცენარეების დამსახურებაა, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან თავის დასაცავად გამოყოფენ კაროტინს და ქმნიან არნახულ სილამაზეს. მთლიანობაში წითელი ლაგუნა 35 მეტრის სიღრმის მარილის ტბაა. წითელი ლაგუნა ცნობილია როგორც სამოთხე ფლამინგოებისთვის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები