ბრიტანულმა სტარტაპმა გამოიგონა ტექნოლოგია, ეგრეთწოდებული "ჭკვიანი ქუჩა" რომელსაც შეუძლია ენერგიის გამომუშავება. კომპანია Pavegen-ის თქმით, მათ ფილებს შეუძლია კინეტიკური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა. კომპანია 2009 წელს დაარსდა და უკვე დაახლოებით 150 პროექტი განახორციელა 30 ქვეყანაში. როგორც ამბობენ, ფილები რომლისგანაც იატაკი არის აწყობილი იყენებს ენერგიას, რომელიც ადამიანების მიერ მასზე გადაადგილების შედეგად გამომუშავდება. იდეის ავტორების თქმით, ამ მეთოდის და ალტერნატიული ენერგიის მეშვეობით, ქალაქებს თავად შეუძლიათ აწარმოონ ენერგია და გამოიყენონ ის. Pavegen-ის იატაკის ტექნოლოგია არის მრავალფუნქციური. მას აქვს ელექტრო-მაგნიტური ფილები . როდესაც ადამიანები ფილებს აბიჯებენ, მათი წონა იწვევს ელექტრომაგნიტურ ინდუქციას და გენერატორების ვერტიკალურ გადაადგილებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სისტემურ მოძრაობას და თავისით წარმოქმნის ელექტროენერგიას. როგორც ამბობენ, ელექტრომაგნიტური იატაკის მიერ გამომუშავებული ენერგიის გამოყენება შეიძლება ქუჩის და სახლების გასანათებლად. გარდა ამისა, ის უკავშირდება სხვადსხვა ტექნიკასა და მობილურ ხელსაწყოებს. პროექტის ავტორების თქმით, ეგრეთწოდებული „ჭკვიანი ქუჩის“ მეშვეობით გაჩნდება.