ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმრო Best Western 2017 წლის დასაწყისში გაიხსნება. სასტუმრო 45 ნომრიანი იქნება. აქედან 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერია.პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი დოლარია. გახსნის შემდეგ კი სასტუმროში 50-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.