02:20
18 თებერვალი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პირველი ადგილი თბილისს - რეგიონები, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა
13-02-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მე-4 კვარტლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად - 232 პირს ამოეწურა. ამათგან, 24-მა გამოცდა ახლიდან ჩააბარა, ხოლო - 208 ადამიანს მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტ - 110 პირს ქულები თბილისში ამოეწურა; მას მოსდევს - ქვემო ქართლი, სადაც 26 პირს ამოეწურა ქულები; მე-3-ზე ადგილზეა - იმერეთი - 15 პირით; ხოლო მე-4 ადგილს კახეთი იკავებს, სადაც 100 ქულა სრულად - 14 პირს ამოეწურა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები