მსოფლიოში ციფრული ფულის საკითხი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრ ქვეყანაში, ციფრული ფულით მომსახურების თუ პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. უფრო მეტიც, კუნძულ ბექვეის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მალე მათ ტერიტორიაზე ვაჭრობა მხოლოდ ციფრული ვალუტით იქნება შესაძლებელი.
კუნძული ბექვეი (Bequia) კარიბის ზღვის მრავალ კუნძულს შორის ერთ-ერთია და კუნძულოვანი სახელმწიფოს სენტ-ვინსენტის და გრენადინების შემადგენლობაში შედის.
კუნძულზე, რომელიც სულ რაღაც 18 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას მოიცავს, საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახეს - ბექვეის ადამინისტრაციამ გადაწყვიტა კუნძულზე ყველანაირი ვალუტა აკრძალოს და ნებისმიერი სახის ტრანზაქცია მხოლოდ ბიტკოინების მეშვეობით გახდეს შესაძლებელი. შესაბამისად გამოდის, რომ ბექვეი პირველი ადგილი გახდება დედამიწაზე სადაც გადახდის ერთადერთი საშუალება მხოლოდ ბიტკოინი იქნება.
Euronews-ის ინფორმაციით, კუნძულის სტუმრებს ბიტკოინებით გადახდა არამარტო სასტუმროებში, არამედ ნებისმიერი რესტორნის, კაფის, კინოთეატრისა თუ მცირე ზომის მაღაზიის სტუმრობის დროს მოუწევთ. კუნძულის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ინოვაციური იდეა გაამართლებს და ტურისტებს მოიზიდავს.