საბჭოთა კავშირის გმირი, მფრინავი-კოსმონავტი იური ალექსის ძე გაგარინი, სმოლენსკის ოლქის პატარა სოფელ კლუშინოში დაიბადა. იური ძალიან ნიჭიერი და მშრომელი იყო, იგი ახალგაზრდობაში მრავალი საქმიანობით იყო გატაცებული, მათ შორის, მუსიკითა და ფოტოგრაფიით.
მას შემდეგ რაც გაგარინმა 6 კლასი დაამთავრა, 1949 წელს 15 წლისამ, მოსკოვში გააგრძელა სწავლა. მოზარდი დედაქალაქში ნათესავებთან ცხოვრობდა. 1951 წელს გაგარინი საცხოვრებლად სარატოვში გადავიდა, სადაც ინდუსტრიულ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა. 1954 წელს კი ავიამოყვარულთა კლუბში მოხვდა, სადაც კოსმონავტიკის დამაარსებლების შესახებ ინფორმაციებს გაეცნო. აღნიშნული კლუბი მის ცხოვრებაში გადამწყვეტი გამოდგა, მას საბოლოოდ შეუყვარდა ეს საგანი და ტვინში საბოლოოდ ჩაუჯდა აზრი, გასცდენოდა დედამიწის საზღვრებს. მომდევნო წელს იური გაგარინიმა ტექნიკუმი დაასრულა, ასტრონავტიკის კლუბის წევრობას კი კვლავ აგრძელებდა, სადაც მან რამდენჯერმე შეძლო და სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავით საჰაერო გაფრენაში მიიღო მონაწილეობა.