პირველადი ოფიციალური შედეგებით, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25.7 %-ით მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ, მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი, რომელმაც არჩევნებში ხმების კი 24.1%-ი მოიპოვა.
ამასთან, ხმების თითქმის 14.8% მოიპოვეს „მწვანეებმა“, ბიზნესის მხარდამჭერმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ - 11.5%, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.3%. ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის მიმართ მხარდაჭრა წინა არჩევნებთან შედარებით 10% -მდე შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია მისთვის. კანცლერის თანამდებობისთვის 3 ძირითადი კანდიდატი იბრძოლებს. ესენი არიან, "მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი ანალენა ბერბოკი, "ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსის წევრი არმინ ლაშეტი და "ქრისტიან-დემოკრატების“ პარტიიდან, გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ოლაფ შოლცი. სწორედ ოლაფ შოლცმა გაიმარჯვა რამდენიმე დღის წინ გამართულ საარჩევნო დებატებში.
ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერს მანამდე არ აირჩევს, სანამ მმართველი კოალიცია არ შეიქმნება. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს. ახალი კანცლერის არჩევამდე კანცლერის მოვალეობას ანგელა მერკელი შეასრულებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საშობაოდ დასრულდება.