პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელს შეხვდა.მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მთვრობა მზად არის გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდნენ.