DigitalMed - არის პირველი ქართული ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემა სამედიცინო სექტორისთვის, რომელიც ქართულ ენაზე გესაუბრება და შესაძლებლობა აქვს გადაამუშაოს და გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია, შედეგად კი დასვას პირველადი დიაგნოზი, გაუწიოს პაციენტს შესაბამის ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია. სპეციალურად შემუშავებული უნიკალური ალგორითმებით შექმნილი პროდუქტი, სრულიად განსხვავებულია და ახალი მიდგომებით ანაცვლებს დიაგნოსტიკის და ექიმთან კონსულატაციის პროცედურებს.გვაძლევს სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობას. ხელოვნური ინტელექტი DigitalMed - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის შექმნილია, მან მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის რევოლუციური ფორმატი შეიმუშავა.
DigitalMed ჩაშენდა სამედიცინო პორტალ მკურნალი.გე - ზე, რომელიც საიტზე ყველა ვიზიტორს სთავაზობს პროდუქტის გამოყენებას.